პროექტები

  1. პროექტის სახელწოდება: ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება
  2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ქარათველი რომანტიკოსი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
  3. პროექტის აქტუალობა: .დღევანდელობაში მოძალებული ვირტუალური გარემო მოსწავლეებს საშუალებას არ აძლევს სრულყოფილი ურთიერთობა იქონიოს და ეზიაროს მარადიულ ღირებულებებს, ჰქონდეს წიგნთან მუდმივი ურთიერთობა, მათ შორის მდიდარ ქართულ ლიტერატურასთან და პოეზიასთან.
  4. პროექტის მიზნები: 1.მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების კონკრეტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება.
    2. ნ.ბარათაშვილის შემოქმედებისადმი, ზოგადად ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება.
    3.  ეროვნული უმცირესობების ქართულ ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირება ხელშეწყობა.
  5. მონაწილეთა ასაკი: 14-17 წწ.
  6. ვადები და ხანგრძლივობა: 17.09.2018-20.12.2018
  7. მოსალოდნელი შედეგები:1.სკოლა ,,ინტელექტის’’ მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ცხოვრებასა და შემოქმედებას.
    2.მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი გაიცნონ  ქართული კულტურა.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსებიკომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა, ფორმატები, მარკერები, კალმები.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):                                  1.ნ.ბარათაშვილის ლექსის მხატვრული კითხვა.
    2. ბარათაშვილის ლექსით შთაგონებული ნახატის შექმნა.
    3. ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საუკეთესო მცოდნეთა გამოვლენა.
    4. პოსტერები ნ. ბარათაშვილის ბიოგრაფიაზე.
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
    ,,ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმა განკუთვნილია არაქართულენოვანი
    სკოლების მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას. არის ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
    უფრო კონკრეტულად ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლე
    უზრუნველყოს იმგვარი ცოდნით, რომ მან შეძლოს:
    · წარმატებული კომუნიკაცია;
    · სხვადასხვა ტიპის ტექსტების შექმნა და გაგება;
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ე.მესტვირიშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mestvirishvilieteri815@gmail.com
  13. ბლოგის მისამართი: etermestvirishvili.blogpost.com

No comments:

Post a Comment